პოლიტიკა
დავალება კარგად შევასრულე - "ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე პოსტს ტოვებს
FaceBook
"ყველა თანამდებობაზე არ დავთანხმდები, ძალიან ბევრზე ვიტყვი უარს. გააჩნია რა თანამდებობა იქნება. დავთანხმდები იმაზე, რაც შეეფერება პროფესორს"


"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ოფისის თამჯდომარე მანანა მიქაძე თანამდებობას ტოვებს. "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, მიქაძეს პოლიტიკური პარტიის თამჯდომარეობის პოსტის დატოვების სანაცვლოდ, ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში მაღალ თანამდებობას სთავაზობენ. თავად, მიქაძე ირწმუნება, რომ ამ დროისთვის მისთვის არანაირი თანამდეობა არ შეუთავაზებიათ. თუმცა, აღნიშნავს, რომ ის ყველა თანამდებობაზე არ დათანხმდება.
"არაფერი მსგავსი ჯერ არ ყოფილა. თუმცა, ყველა თანამდებობაზე არ დავთანხმდები, ძალიან ბევრზე ვიტყვი უარს. გააჩნია რა თანამდებობა იქნება. დავთანხმდები იმაზე, რაც შეეფერება პროფესორს", - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში მიქაძე.
მიქაძის განმარტებით, მან თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ განცხდება ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაწერა. თუმცა, ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე უარის თქმის მიზეზად, "ზემოდან" მიღებული დავალების კარგად შესრულებას ასახელებს.
"ჩემი მისია შევასრულე. სამი არჩევნები მოვიგე და მეტი რა უნდა გამეკეთებინა. პარტიაში 900-მდე ადამიანი მივიღე. ეს იყო დავალება, რომელიც კარგად შევასრულე. ახლა კი ჩემი საქმე უნდა ვაკეთო უნივერსიტეტში, სადაც ამ დროისთვის რიგითი პროფესორი ვარ. პარტიიდან ან კოალიციიდან კი არ მივდივარ უბრალოდ, თამჯდომარის პოსტს ვტოვებ", - ამბობს მანანა მიქაძე.
თუ ვინ შეცვლის მანანა მიქაძეს, პარტიის  ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე, ამბობს რომ ამას კოალიცია წყვეტს.

თეკლე მორგოშია




Print