პოლიტიკა
ქუთაისის ოპერის თეატრი ვერდის ოპერა „ტრავიატას“ წარმოადგენს
FaceBook
11 დეკემბერს,  ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი საიუბილეო სეზონის ფარგლებში ჯუზეპე ვერდის  „ტრავიატას“ წარმოადგენს.


სპექტაკლში მონაწილეობს ცნობილი ქართველი ტენორი, ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტი, ევროპის სხვადასხვა თეატრებში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ირაკლი კახიძე რომელიც, ალფრედის პარტიას შეასრულებს, მასთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: მარიკა მაჩიტიძე (ვიოლეტა), ბაკურ კვირიკაშვილი (ჟერმონი), ფერიდე ჯინჯიხაძე (ფლორა), იაგო ბუხრიკიძე (გასტონი), მარიეტა მაჩალაძე (ანინა), კალისტრატე ხარჩილავა (ბარონი), ემილ ჩარგაზია (მარკიზი), გიორგი ხაჭაპურიძე (ექიმი), თეატრის გუნდი, ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი.

სპექტაკლს ლევან ჯაგაევი უდირიჟორებს.


ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი დაარსებიდან 50 წლის იუბილეს 2019 წლის 27 დეკემბერს ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „დაისის“ პრემიერით აღნიშნავს.


სპექტაკლი 18 საათზე დაიწყება.
Print