პოლიტიკა
საქართველო ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობით ევროპის რეგიონში მეორე ადგილზეა
FaceBook

„მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ იძლევა შედეგს და ნარკოტიკების მომხმარებელთა  რაოდენობა იმატებს,“ -  განმარატეს შეხვედრაზე, რომელიც „ახალი გზის“ ქუთაისის ოფისში გაიმართა.


მასში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მერიისა და საკრებულოს, იმერეთის გუბერნიის, პოლიციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ზიანის შემცირების სერვის-ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


საქართველოში მაღალია ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა  აღმოსავლეთი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მთელ ევროპის რეგიონში ათი ათას სულ მოსახლეზე ნარკოტიკების მოხმარებისა და გავრცელების მიხედვით რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

"საქართველოში ზიანის შემცირების ბევრი პროგრამა მუშაობს. მთავარი დონორი გლობალური ფონდია, თუმცა,  იგი ეტაპობრივად გადის საქართველოდან. ორ-სამ წელიწადში სრულად გავა. დგება საჭიროება, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს აივ/შიდსის სამკურნალო და პრევენციული პროგრამების დაფინანსება",  - აღინიშნა შეხვედრაზე.


საქართველოში 40 ათასზე მეტი ინტროვენული ნარკომომხმარებელია.

მათ შორის, ქუთაისში 4 960 -ა აღრიცხული. მათი რაოდენობა იმერეთის მასშტაბით ყველაზე მეტი ქუთაისშია. ასევე, დიდია c ჰეპატიტის და სხვა დაავადებების  გავრცელება.

„ამ ტენდენციას პრევენციული ზომები თუ არ დავახვედრეთ მივიღებთ სხვადასხვა დაავადებების ეპიდემიას“, -  განმარტა  „ახალი გზის“ ქუთაისის ორგანიზაციის  კოორდინატორმა ზაზა ქარჩხაძემ.


მნიშვნელოვანია ადგილობრივ დაფინანსებაზე გადასვლ, რაც აქამდეც უნდა მოხმდარიყო.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი და „ახალი გზა“ მიიჩნევენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების სერვისები შენარჩუნდეს მინიმუმ იმ სახით, როგორიც არის გლობალური ფონდის დაფინანსების პირობებში;

ზიანის შემცირების სერვისების განხორციელებაში კვლავ აქტიურად იყვნენ ჩართული სფეროში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციები და გათვალისწინებულ იქნას მათი გამოცდილება;


გაძლიერდეს სახელმწიფო, მუნიციპალურ, არასამთავრობო და კერძო სექტორთა შორის პარტნიორული ურთიერთობები პრევენცული და სამკურნალო პროგრამების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

მნიშვნელოვანია თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გაძლიერებას „ახალი გზის” რესურსების გამოყენებით, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელებაში

ზიანის შემცირების პროგრამების დაფინანსება და 2500 ბენეფიციარის უფასო მომსახურება ადგილობრივ ბიუჯეტს თვეშ 14300 ლარი დაუჯდება.

Print
თეგები: #ნარკომანია