პოლიტიკა
14 წლის ევროპის ჩემპიონი ჭიათურიდან - დავით ჯაფარიძე (ვიდეო)
FaceBook
ჭიათურელი 14 წლის დავით ჯაფარიძე კრივში ევროპის ჩემპიონი გახდა. კრივი დავითისთვის ოჯახის ტრადიციაა, რადგან მას მამა მოკრივე ჰყავს, სწორედ მამის ინიციატივით მოხდა დავითის და კრივის დაკავშირება 6 წლის ასაკში.

''ბავშობიდან ოცნებობდა მოკრივეობაზე,  შრომისმოყვარე აღმოჩნდა, ყოველთვის ვარჯიშობდა რათა დასახული მიზნისთვის მიეღწია", - ამბობს დავით ჯაფარიძის დედა მარი ჭარელიძე.


ჭიათურელმა სპორტსმენმა ევროპის აღიარებამდე ჯერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართულ ტურნირებზე მოიპოვა აღიარება, შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გახდა და 2019 წელს საფინალო შეხვედრის დროს უკრაინელი ფალავანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

"კრივში შესვლის დღიდან ჩემპიონობაზე ვოცნებობ, ევროპის ჩემპიონობა ჩემთვის უდიდესი წარმატება იყო, შემდეგი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა", -  ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში 14 წლის ევროპის ჩემპიონი დავით ჯაფარიძე.

Print