ახალი ამბები
სამტრედიაში დაკარგულ მამაკაცს ხუთი დღეა ეძებენ
FaceBook
სამტრედიის სოფელ საჯავახოში ხუთი დღეა უშედეგოდ ეძებენ გაუჩინარებულ მამაკაცს.

როგორც ქუთაისიპოსტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილით განახლდა, მამაკაცის ძებნაში  აჭარიდან ჩამოყვანილი მყვინთავთა  ჯგუფია ჩაერთო.


სოფელ საჯავახოში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი 30 ნოემბერს გაუჩინარდა. მისი  ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით შევიდა.

მომხდარზე  გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



ამავე თემაზე:

სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

სამტრედიაში, გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები განახლდა

სამტრედიაში გაუჩინარებულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ
Print