პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გაავრცელა:


"მოგესალმებით მეგობრებო. მინდა მოკლედ გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. ვტოვებ თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ არ დაუკავშიროთ იმას რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში, მე რამოდენიმე თვის უკან გავაჟღერე გუნდში წასვლა, მაგრამ მთხოვეს წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე.

ღმერთმა იცის გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე. არც ერთხელ არ მიღალატია გუნდისთვის და მითუმეტეს ქვეყნისთვის და ქუთაისისთვის. 

მაპატიოს ჩემმა ქუთაისლებმა თუ მეტი ვერ შევძელი. იყო ამის მიზეზები და არ დავიწყებ ამაზე საუბარს. უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი სამშობლო, ამიტომ სხვა ფორმით გავაგრძელებ ვემსახურო მას," - წერს ნიკა ლატარია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.


ნიკა ლატარიას ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნების შემდეგ ეკავა.
Print