პოლიტიკა
მომარაგებული ცოცხები და კვერცხები "ნაციონალების" ოფისთან
FaceBook
"ქართული ოცნების" აქტივისტები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვლავ ცოცხებს და კვერცხებს ესვრიან. მათ კვერცხების და ცოცხების მარაგი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანეს.

მმართველი პარტიის აქტივისტებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ოპოზიციის ოფისში შეჭრა სცადეს, სადაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე იმყოფება, თუმცა, მათ ამის შესაძლებლობა სამართალდამცვაელებმა არ მისცეს. 


"ქართული ოცნების" აქტივისტებმა ტრანსფარანტებით მსვლელობა თეთრი ხიდიდან დაიწყეს. "დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება” - სკანდირებდნენ ისინი.
Print