ახალი ამბები
დახურული თათბირი "ქართული ოცნების" შტაბში
FaceBook
ქუთაისში, "ქართული ოცნების" ოფისში პარტიული მხარდამჭერებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მობილიზებაა.

რამდენიმე საათია ისინი შტაბში დახურულ შეხვედრას მართავენ. 

შენობაში იმყოფებიან მერიის ააიპებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, ასევე, საკრებულოს დეპუტატები.
შეხვედრიდან გამოსულები ამბობენ, რომ შტაბში ერთმანეთის მოსანახულებლად მივიდნენ.

"მოვედით პარტიის წევრები ერთმანეთის სანახავად,"-ამბობს ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე, ნანა შენგელია.

"პარტიის წევრი ვარ და მოვედი. ჩვეულებრივი შეხვედრაა"- აცხადებს ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების"თანამშრომელი გაბრიელ ფოლკერშტერნი.

შტაბში საგანგებო მობილიზაციას უარყოფს საკრებულოს წევრი, გიორგი ჭეიშვილი. დეპუტატი ამბობს, რომ შეხვედრა გუშინ "ნაციონალური მოძრაობის"ოფისთან განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირდება და გუშინდელი მოვლენების შემდეგ, არავითარი გეგმა არ მუშავდება.

"ყოველ შაბათ-კვირას ვიკრიბებით პარტიაში და დღესაც ამიტომ მოვედით. არაფერს არ უნდა ველოდოთ, მანამ ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" იჯდება თავის ოფისში და იქ გააკეთებს თავის საქმეს," -ამბობს გიორგი ჭეიშვილი. 

29 ნოემბერს, ქუთაისში, "ნაციონალური მოძარობის" ოფისთან "ქართული ოცნების"  წევრები და მხარდამჭერები,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ და ოფისს კვერცხები დაუშინეს. "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ ნასროლი კვერცხი  "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნატალია ქუთათელაძეს მოხვდა, რომელიც ოფისში შედიოდა. 

რა ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, ნახეთ ვიდეო:

Print