პოლიტიკა
ფიზიკური დაპირისპირება "ნაციონალების" ოფისთან (ვიდეო)
FaceBook
ამ წუთებში ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან. 


ოპოზიციის წევრებს "ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ. მათი გაშეველება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა მოახერხა. ორივე პოლიტიკურ ძალას პოლიციის თანამშრომლები ცოცხალი ჯაჭვით იცავენ.

ქუთაისში, "ნაციონალური მოძარობის" ოფისთან "ქართული ოცნების"  წევრები და მხარდამჭერები,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ და ოფისს კვერცხები დაუშინეს. მათ ასევე, შენობასთან ცოცხები მიიტანეს. ისინი აცხადებენ, რომ ეს პასუხია "ნაციონალების" ქმედებაზე, რომლებმაც დღეს, მათი თქმით, "ქართული ოცნების" ოფისი დაარბიეს.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა კვერცი "ნაციონალების" წევრსაც ესროლეს, რომელიც ოფისში შედიოდა. 

ნახეთ ვიდეო, რა ხდებოდა "ნაციონალების" ოფისთან:


Print