პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობი ოფისი სიმბოლურად დააბოქლომეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ,,ქართული ოცნების'' აქტივისტებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი სიმბოლურად დააბოქლომეს.    

ორ საათიანი თათბირის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გია თევდორძე, ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან გამოვიდა და კომენტარი გააკეთა.

გია თევდორაძემ საპატრულო პოლიციას მოუწოდა, რომ დაშალონ ოფისთან მყოფი ქართული ოცნების აქტივისტთა ჯგუფი.

''თქვენ თუ არ დაშლით ჩვენ მივალთ და  დავიწყებთ დაშლას, ბიძინა ივანიშვილის და მთელი ქართული ოცნების მიზანი არის ძალის ეფექტის შექმნა, ასეთ პირობებში საქართველოს არანაირი მომავალი არ აქვს''-, ამბობს გია თევდორაძე.


რამდენიმე საათის წინ ,,ქართული ოცნების'' აქტივისტებმა ნაციონალურ მოძრაობის ოფისთან ცოცხი და კვერცხები მიიტანეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა, ოცნების აქტივისტებსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.


ამავე თემაზე:

ქუთაისში "ოცნების" აქტივისტები და მერიის თანამშრომლები ნაციონელებს ოფისში მიუვარდნენ (ფოტო )
Print