პოლიტიკა
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისთან
FaceBook
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქუთაისში "ქართული ოცნების" ოფისთან.

გაერთიანებულო ოპოზიციის წევრებს, რომლებიც ოფისის დასაბოქლომებად მივიდნენ "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. მათი გაღიზიანება ოფისის დაბოქლომებამ გამოიწვია. ოცნების მხარდამჭერების თქმით, არ მისცემენ დაბოქლომების უფლებას.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრების თქმით, კი მათ ისე დაუპირისპირდნენ არც იცოდნენ რატომ მივიდნენ. დაპირისპირების დროს ოფისის მინა დაიმტვრა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
Print