პოლიტიკა
ქუთაისში საახალწლო განათებების მონტაჟი დეკემბრის ბოლოს დასრულდება
FaceBook

ქუთაისში, საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. 


სამუშაოებს ააიპ ,,ქუთგანათების სერვისი'' აწარმოებს.

ხეებზე დეკორატიული ფიფქები უკვე დამონტაჟდა ირაკლი აბაშიძის, 9 აპრილის ქუჩებსა და  რუსთაველის გამზირზე. ასევე, ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ უსაფრთხოების კუნძულებზე მოეწყო ნაძვის ხის კონსტრუქციები.

წინა წლებში გამოყენებულ საახალწლო გირლიანდებსა და მოწყობილობებს, ახალი მასალებიც ემატება. საახალწლოდ ახალი განათებების და მასთან დაკავშირებული მასალების შესყიდვა, 107 140 ლარად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,დანდიმ’’ უზრუნველყო. კომპანიამ მერიას აღნიშნული თანხის სანაცვლოდ 11 760 ერთეული მასალა მიაწოდა (როგორც საახალწლო გირლიანდები, ასევე, სხვადასხვა სადენები და საჭირო მასალები).

 

"ქუთაგანათების სერვისში" აცხადებენ, რომ ახალი გირლიანდები და საახალწლო ელექტრონათურები მხოლოდ ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე დამონტაჟდება, სხვა ადგილებში ძველ განათებებს გამოიყენებენ. "ქუთგანათების სერვისში" ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, რომელი ქუჩების მორთვა იგეგმება, რადგან მათი ინფორმაციით, ამ დრომდე მიმდინარეობს ძველი განათებების დამუშავება და არ იციან, რა რაოდენობის მასალა იქნება ვარგისი.

"ქუთგანათების სერვისის" ინფორმაციით, ქუთაისში საახალწლო განათებების მონტაჟი 20-25 დეკემბრს დასრულდება.

რაც შეეხება საახალწლო მთავარ ნაძვის ხეს, ახლის შესყიდვა არ მომხდარა. ძველი ნაძვის ხე  კვლვა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაიდგმება. 

Print