პოლიტიკა
ქუთაისში საახალწლო ნობათს 2 135 ბენეფიციარი მიიღებს
FaceBook
ქუთაისში სოციალურად დაუცველი 2 135 ბენეფიციარი საახალწლოდ ნობათს მიიღებს.


გაყინული ქათამი, ზეთი, ფქვილი, კვერცხი, შაქარი, კარაქი, შოკოლადი  და კანფეტი - ესა ის ძირითადი პროდუქტი, რომელსაც ბენეფიციარები 24 და 27 დეკემბერს  მიიღებენ.



ქუთაისი მერიამ შესაბამისი ტენდერი  (NAT190020120 )21 ოქტომბერს 60 000 ლარად გამოაცხადა , ტენდერში  შპს ,,გიორგი 2019''-მა 59 993 ლარად  გაიმარჯვა.

ტენდერის მიხედვით, შპს ,,გიორგი 2019'' უნდა უზრუნველყო  ,,სოციალური ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის სასურსათო ნობათების შესყიდვა, ჯამში 28 ლარის ღირებულების პროდუქტი.

შპს ,,გიორგი 2019'' ტენდერში გამარჯვების დროს ერთი კვირის დაარსებული იყო.

შპს „გიორგი 2019“  ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი იყო, რომელმაც ვალდებულელების შესასრულებლად 3 800 ლარით ნაკლები მოითხოვა.  გარდა იმის, რომ კომპანიის დირექტორს გიორგი ლაჭყეპიანს კონკურენტი არ ჰყავდა, ქუთაისის მერიამ მისგან მსგავსი საქმიანობის გამოცდილებაც არ მოითხოვა.





ამავე თემაზე:

60 000 ლარიანი ტენდერი ერთი კვირის დაფუძნებულმა კომპანიამ მოიგო
Print