პოლიტიკა
ავარია აეროპორტთან - ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა
FaceBook

ავტოავარიის შედეგად ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.


შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისის აეროპორტთან მოხდა.

დაშავებული ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ. წინასწარი ინფორმაციით, მას ტრავმა თავზე აქვს მიღებული.

თვითმხილველის თქმით, ავტომობილის მძღოლმა სიბნელის გამო ქვეითი ვერ შენიშნა, ხოლო მან გზიდან გადასვლა ვერ მოასწრო.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი ხონის მუნიციპალიტეტიდან არის და ის სამხედრო ნაწილში მსახურობს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.

 

Print