პოლიტიკა
" შეიძლება ქვა იყო და მეტეორის ნატეხი ეგონათ''
FaceBook
ქუთაისში მეტეორის ჩამოვარდნის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებით ინფორმაცია გავრცელდა.

ქუთაისიპოსტი ამბის გასარკვევად აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ აღნიშნულზე მათ ინფორმაცია არ აქვთ.

'' მეტეორის ნატეხი შეიძლება ჩამოვარდეს, მაგრამ აღნიშნულ ფაქტზე არ გაგვიგია.  შეიძლება ქვა იყო და უბრალოდ,  ეგონათ მეტეორის ნატეხი'',- უთხრა ქუთაისიპოსტს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიის ხელმძღვანელმა მაია თოდუამ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
Print
თეგები: #მეტეორი