პოლიტიკა
ჭიათურის კულტურის ცენტრი გრანპრის მფლობელი გახდა
FaceBook
ჭიათურის კულტურის ცენტრი ლიეტუვაში, ქალაქ კაუნაში გამართულ თეატრალურ მასკარადზე გრანპრის მფლობელი გახდა.
სპექტაკლმა ,, პაწია მეგობრებმა'' ჯერ საქართველოში, აჭარაში გამართულ ფესტივალზე მოიპოვა წარმატება და ამის შემდეგ გადაწყვიტეს ის საზღვრებს გარეთ გაეტანათ.

''სპექტაკლი ,, პაწია მეგობრები'' გიგა ქურციკიძის რეჟისორობით დაიდგა, ჯერ აჭარაში გამართულ ფესტივალზე მოიპოვა წარმატება, როდესაც რეჟისორი კაუნაში მიიწვიეს სწორედ ეს სპექტაკლი გადაწყდა გაგვეტანა საზღვრებს მიღმა'' ,- ამბობს ჭიათურის კულტურის  სამსახურის ხელმძღვანელი ნონა თუთარაშვილი.

სპექტაკლი ,,პაწია მეგობრები'' ლიეტუვაში, ქალაქ კაუნაში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.  


Print