პოლიტიკა
ცაგერში, პოლიციელების მიერ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
FaceBook
აგერში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
ცაგერში დაჭრილი 65 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, ის მოთავსებულია ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოში.

''პაციენტს მარცხენა ბარძაყში მიყენებული აქვს ჭრილობა, უტარდება შესაბამისი კვლევა, ამ დროისთვის ის კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საქრთხე არ ემუქრება'',- აცხადებენ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში.

პაციენტი რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ მოათავსეს, ის პოლიციელების ორმხრივი სროლის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტში დაიჭრა, ერთ-ერთი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი სასიკვდილოდ დაჭრეს
Print