პოლიტიკა
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეა
FaceBook
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება და  15 მაისის ჩათვლით უხელმძღვანელებს.
ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში, მთავარ შენობებზე საინფორმაციო ბანერი გამოიფინა. 

საქართველო საფრანგეთისგან გადმოიბარებს თავმჯდომარეობას,  ევროპის საბჭოს სხდომა  დღეს სტრასბურგში გაიმართება.

საფრანგეთის მხრიდან საქართველოს სიმბოლური გასაღები გადმოეცემა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკანიანს სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ამელი დე მონშალენი გადასცემს.

სტრასბურგში ვიზიტის დროს  დავით ზალკანიანი შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასევე ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის 6 თვის განმალობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

Print