პოლიტიკა
ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი სასიკვდილოდ დაჭრეს
FaceBook

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორმა მამაკაცმა ერთმანეთი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.


შემთხვევა სოფელ ორბელის ცენტრში 26 ნოემბერს  მოხდა. პოლიციელებმა კონფლიქტის დროს ერთმანეთი დაჭრეს და ორივე მათგანი გარდაიცვალა. ასევე, დაჭრილია კიდევ ერთი პირი,
რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა. ის ახლა მკურნალობას ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის.

ერთ-ერთი პოლიციელი დეპუტატ კარლო კოპალიანის  ახლო ნათესავია.

მომხდარზე საოლქო გამოძიება108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


Print