პოლიტიკა
ქუთაისში წარმატებულ პედაგოგებს დააჯილდოებენ
FaceBook
ქუთაისის მერია სამკერდე ნიშნების დამზადებისთვის ტენდერს აცხადებს.

სამკერდე ნიშნებით ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს დააჯილდოებენ. 

წინადადედებების მიღება 2 დეკემბერს იწყება და 4 რიცხვში მთავრდება. 

„მიმწოდებელი“ ვალდებულია ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგების დასაჯილდოვებლად, სამკერდე ნიშნები 22 დეკემბერს მიაწოდოს მერიას.

ტენდერი 3000 ლარის ღირებულებისაა.

სამკერდე ნიშნებით პედადოგებს ქუთაისის მერია ყოველწლიურად აჯილდოებს.

Print