პოლიტიკა
აქციის დაშლის დროს ქუთაისელ ზაზა ლიპარტელიანს თვალი დაუზიანდა
FaceBook

26 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს ერთ–ერთ აქტივისტს თვალი დაუზიანდა.

ქუთაისელი ზაზა ლიპარტელიანი კლინიკაშია გადაყვანილი.

 

არსებული ინფორმაციით, მას აქციის დაშლის დროს  წყლის ჭავლი სახის არეში  მოხვდა, რა დროსაც თვალი დაუზიანდა.

მასთან ერთად, აქციაზე კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.

26 ნოემბრის ღამეს, აქციის მონაწილეები, რომლებსაც რუსთაველის გამზირზე კარვები ჰქონდათ გაშლილი, წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

Print