პოლიტიკა
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
ქუთაისში, ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს კომპანია "აი გრუპი“ აშენებს.

ქარხანაში თავდაპირველად დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.

საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება.

საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე გავა.

საწარმოს მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს.


ინდუსტრიულ ჯგუფში "აიგრუპი", რომლის იურიდიული სახელწოდებაცაა "ბიგ სერვისი".

კომპანია „ბიგ სერვისმა“ ქუთაისში,  ავტოქარხნის აეროპორტის ყოფილ ტერიტორიაზე ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობისთვის 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ მიიღო.

ეკონომიკის სამინისტრომ,  კომპანიას  მიწა და  მასზე განთავსებული  შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ბიგ სერვისმა“  ქონება მიმდინარე წლის 27 მაისს გადაიფორმა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ  მიწის ნაკვეთთან ერთად მას უსასყიდლოდ გადაეცა 20-ზე მეტი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, ნანგრევები. კომპანიისთვის გადაცემულ ქონებაში შედის  აეროპორტის ასაფრენი ზოლიც.



ქუთაისიპოსტმა „ბიგ სერვისისთვის“   ყოფილი აეროპორტის ტერიტორიის გადაცემის შესახებ  საქართველოს მთავრობის განკარგულებაც მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ მხოლოდ საპრივატიზაციო თანხა უნდა გადაიხადოს, რაც ჯამში 99 000 ლარს შეადგენს.

საპრივატიზაციო პირობების თანახმად, მფლობელმა  ადგილზე ორი წლის ვადაში  უნდა ააშენოს  საწარმო, რომელიც გათვლილი იქნება სულ მცირე 5000 ერთეული ავტომობილის წარმოებაზე და დაასაქმოს  300 ადამიანი.

Print