პოლიტიკა
თეთრ ხიდზე ლამპიონები დაზიანდა
FaceBook

ქუთაისში,  თეთრი ხიდზე  ლამპიონები  დაზიანდა.


ადგილობრივები პრობლემის მიზეზად ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების უხარისხო შესრულებას მიიჩნევენ.

,,თავის დროზე უხარისხოდ გააკეთეს ყველაფერი და მისი ბრალია, რომ ასე მარტივად ფუჭდება. ყველაფერი რომ მდგრადი და ხარისხიანად გაკეთებული იყოს, ლამპიონი არ დაზიანდებოდა. რა არის ეს, ყველაფერი უბედურება ამ ხიდზე როგორ უნდა ხდებოდეს", -  ამბობს ადგილობრივი მცხოვრები თამარ ჯულაყიძე.


ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებულ ლამპიონებს შეაკეთებენ.

თეთრ ხიდს რეკონსტრუქცია გასულ წელს ჩაუტარდა, თუმცა, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ალმა რუსმა" შეასრულა.
Print