პოლიტიკა
ქუთაისის მერიის შენობის წინ დიმიტრი მხეიძის კაბინეტის დაბოქლომების აქციაზე პოლიციაა მობილიზებული
FaceBook
ქუთაისის მერიის შენობის წინ, სადაც  მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის ბიუროს დაბოქლომების  აქციაა დაგეგმილი, პოლიციაა მობილიზებული.


მაჟორიტარის ბიურო ქუთაისის მერიის მეოთხე სართულზეა განთავსებული.

“აქ ვართ წარმოდგენილი "ევროპული საქართველო" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  და ვგეგმავთ ქუთაისის მერიის დაბოქლომებას. დაგეგმილი პერფორმანსი დღეს ამ სახით იქნება. "ქართული ოცნება" გავიდა სამართლებრივი სივრციდან, სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური აზროვნებიდან",  -  აცხადებს  გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი,  გიგა შუშანია.


დიმიტრი მხეიძე  ერთ-ერთია იმ 35 დეპუტატს შორის,  რომელმაც  2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. 




Print