პოლიტიკა
"პოლიცია ვერ გვიცავს" - ქუთაისში აქცია დაგეგმილზე ადრე დასრულდა
FaceBook
ქუთაისის მერიის წინ ახალგაზრდების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია მალევე დასრულდა.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტები ადგილობრივი ხელისუფლების დაკვეთით, მუდმივ პროვოკაციებს აწყობენ.

"ჩვენს ბიჭებს ფიზიკურად უსწორდებიან, სახლებამდე მიყვებიან. აქციებზეც გვიგზავნიან პროვოკატორებს. დღეს, რადგან ფაქტია, რომ პოლიცია ვერ გვიცავს, გადავწყვიტეთ ადრე დავასრულოთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ისინი პროვოკაციების ორგანიზატორად იმერეთის ყოფილ ვიცე-გუბერნატორს გრიგოლ დალაქიშვილს ასახელებენ.

დალაქიშვილი ბრალდებას სისულელეს და აბსურდულს უწოდებს.

ქუთაისში არც დღევანდელ აქციას ჩაუვლია ინციდენტის გარეშე. აქციის მონაწილეებთან ქალი მივიდა და მათ "მიშას გოშიები" უწოდა.

მერიის წინ დღეს გამართულ აქციაზე კვალავ გააპროტესტეს პროპორციული სისტემის ჩაგდება და ხელისუფლებას მოუწოდეს, ივნისის აქციების მთავარი მონაპოვარი ხალხს დაუბრუნოს.
Print