პოლიტიკა
"შეცვალე 20/20" - ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
FaceBook
"სირცხვილია", "საქართველო ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის გარეშე"- ამ შეძახილებით ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აქციის მონაწილეები მესხიშვილის თეატრის წინ აპროტესტებენ. მანამდე მათ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეძახილების თანხლებით მსვლელობა მოაწყვეს.

"20 ივნისს ჩვენი სისხლით მოვიპოვეთ პროპორციული არჩევნები და ნუ ეგონება რომელიმე დეპუტატს, რომ არ მოუწევს ამ დანაპირების შესრულება. ჩვენ ახლა გვაქვს სულ სხვა მოთხოვნა- ჩატარდეს რიგგარეშე პროპორციული არჩევნები," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე გაშლილია ბანერები წარწერი: "გადაგვაგდე! გადაგაგდებთ! შეცვალე 20/20", "არა ჭორვილიზაციას".

20 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“, დემონსტრანტების სისხლიანი  დარბევის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.


14 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც საზოგადოება საკუთარ მონაპოვრად მიიჩნევდა, ჩაადგო. შედეგად, უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, ხოლო ოპოზიცია გაერთიანდა სლოგანით „ყველა ერთის წინააღმდეგ“. თბილისსა და დედაქალაქებში ხელახლა დაიწყო საპროტესტო აქციები.  ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ეს დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.  ხელისუფლება ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო  სისტემა მხოლოდ 2024 წელს ამოქმედდება.

რომელ საარჩევნო სისტემას უჭერენ მხარს ქუთაისში ნახეთ ვიდეოგამოკითხვა.
Print