პოლიტიკა
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, გაერთიანებულმა ოპოზიციამ  სიმბოლურად სააპელაციო სასამართლო ჭიშკარს ბოქლომი დაადო.

"ბევრი ვიფიქრეთ,  ქუთაისში რაზე შეიძლებოდა დაგვედო ბოქლომი, ვიფიქრეთ თვითმართველობისთვის მაგრამ ეს იქნებოდა მკვდარზე "ვენოკი", რადგან ივანიშვილმა კანონის უზურპაცია მოახდინა ჩვენც მოვედით სააპელაციო სასამართლოსთან და სიმბოლურად მას დავადებთ ბოქლომს", - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გიორგი თევდორაძემ. 

გიორგი თევდორაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქონდა შანსი გადაედგა პროგრესული ბანიჯი ქვეყნისთვის, თუმცა მან იძულებით გაცემული დანაპირები არ შეასრულა და პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ჩააგდო.

მისი თქმით,  უწყებებისთვის სიმბოლურად  ბოქლომის დადებას მიეცემა კამპანიური სახე მიეცემა. 

Print