პოლიტიკა
"საჭიროების შემთხვევაში, მოვახდენთ მერიის პიკეტირებას" - აქცია ქუთაისში
FaceBook

ქუთაისში, პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციამ მერიის წინ გადაინაცვლა.



აქციის ორგანიზატორების თქმით, მოთხოვნის არდაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტი პერმანენტულ სახეს მიიღებს.

სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეურთდნენ.

"ახალგაზრდებო თქვენს სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავრობას თქვენი ეშინია და არა მაღალი თანამდებობის პირების. თქვენ ხართ მომავალი, იბრძოლეთ. უკან დახევას არ ვაპირებ. როგორც პარლამენტის პიკეტირება მოხდა და ივანიშვილის გოშიებმა დაარბიეს აქცია, საჭიროების შემთხვევაში მოვახდენთ ქუთაისის მერიის პიკეტირებას'' - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი გვალიამ.

აქცია ხვალ, 20 ნოემბერს განახლდება.  ორგანიზატორები კარვების დადგმას არ გამორიცხავენ.

 

Print