პოლიტიკა
"უნდა დავასრულოთ ივანიშვილი" - ქუთაისში სტუდენტების აქცია მიმდინარეობს
FaceBook

"არა ბიძინას გოშიებს! "საქართველოს 37 სირცხვილი", ჭორვილიზაცია უნდა დასრულდეს", "გადაგვაგდეთ, გადაგაგდებთ" - ამ მოწოდებებით დაიწყეს ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია მესხიშვილის თეატრის წინ.


ისინი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მოითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტს მანამ არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

 

"ჩვენ დღეს აქ ვდგავართ, რათ დავასრულოთ რუსული ოლიგარქია. აღარ გვჯერა დაპირებების. ერთპარტიული სისტემა სამუდამოდ უნდა დასრულდეს. 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ შემოგვიგდეს დაპირება პროპორციულ არჩევნებზე, მაგრამ არ შეგვისრულეს. უნდა დავასრულოთ ივანიშვილი" - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მიხეილ გეგეშიძე.

აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

"ბიძინა ივანიშვილმა თავისი უგუნური გადაწყვეტილებით გააერთიანა პოლიტიკური პარტიები, დღევანდელი აქციების მაპროვოცირებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მანკიერი სისტემა, ამისთვის იბრძვიან ეს ახალგაზრდები" - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა დავით გოგისვანიძემ.


ქციის ორგანიზატორების თქმით, კარვების გაშლას აპირებენ. ამ დროისთვის ისინი მერიის მიმართულებით მსვლელობას აწყობენ.
Print