პოლიტიკა
სტუდენტების პროტესტი - ქუთაისში აქცია დაიგეგმა
FaceBook

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართება. მათი მთავარი მოთხოვნა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.


საპროტესტო აქცია "დავუბრუნოთ ჩვენო მონაპოვარი" 19 ნოემბერს, მესხიშვილის თეატრის წინ, 17 საათზე დაიწყება. ორგანიზატორების თქმით,  აქციას პერმანენტულ სახეს მისცემენ, მოწყობა მსვლელობა და მერიის წინ გადაინაცვლებენ. ისინი, ასევე, არ გამორიცხავენ კარვების დადგმას.

 

,,დაგვპირდნენ, რომ არჩევნებს პროპორციული წესით ჩაატარებდნენ, მაგრამ გადაგვაგდეს.  ძალიან ბევრი დაპირება იყო, უკვე მათ სიტყვას აღარ ვენდობით. მოვუწოდებთ ქუთაისელებს და ყველა ქართველს, დაგვიდგნენ გვერდით, მოვიდნენ აქციაზე''-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გაგი ახალაძე.

Print