პოლიტიკა
მოსახლეობის უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეა - IRI-ის კვლევა
FaceBook

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხული მოსახლების უმრავლესობა, 68 პროცენტი ამბობს, რომ სმენიათ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ. მათგან 78 პროცენტი კი ამ სისტემის მომხრეა.

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით, რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან.

კვლევის ჩატარების შემდეგ, 14 ნოემბერს ცნობილი ხდება, რომ პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპოექტი ჩააგდო, რითაც არ შესრულდა ბიძინა ივანიშვილის დაპირება. 

Print