ახალი ამბები
ბალახვნის კიბის რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება
FaceBook

ქუთაისში ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის მერიამ მომდევნო წლის ბიუჯეტში ერთი მილიონი ლარი გაითვალისწინა.



მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის ნაწილში გამოყოფილი თანხა სრულად მოხმარდება აღნიშნული პროექტის განხორციელებას.


„მომავალი წლის ბიუჯეტში ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის  გათვალისწინებული  ერთი მილიონი ლარი სრულად არის გათვლილი კიბის რეაბილიტაციისთვის.  დღე-დღეზე მერიას  ექნება პროექტი. წინასწარი მონახაზით,  ველოდებით რომ დაახლოებით ერთი  მილიონი ლარი დაჯდება.   ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი 2020 წელს, რაც დარწმუნებული ვარ მთელ ქალაქს აინტერესებს“, - განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.


ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია ქუთაისის მერიის მიერ გასულ წელს გაცემული  ის დაპირებაა, რომელიც წელსაც არ შესრულდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებდნენ, რომ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი კიბის მიმდებარედ არსებული ის მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე ირიცხებოდა, ეკონომიკის სამინისტრო კი, ტერიტორიის გადაცემაზე უარს აცხადებდა.


საბოლოოდ, უწყებამ მიწის ნაკვეთი  მიმდინარე წლის მარტში, კერძო პირზე გაასხვისა.

მერიამ ვერც სამუშაოების მარტივად დაპროექტება მოახერხა. ადგილობრივ თვითმმართველობას ამისთვის ტენდერის სამჯერ გამოცხადება და საპროექტო ღირებულების გაზრდა დასჭირდა.

მესამე მცდელობაზე მერიამ 22 990 ლარიანი ხელშეკრულება შპს „გეოანალიტიკასთან“ გააფორმა.


სამსახურის უფროსმა მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის მოცულობამაც  61 36 00 200 ლარი შეადგინა, მიმდინარე წლის დამტკიცებული ბიუჯეტის რაოდენობას შვიდი მილიონი ლარით აჭარბებს. ბიუჯეტის ორი მთავარი მიმართულებაა ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო. პროექტის მიხედვით, მომდევნო წელს მერია ინფრასტრუქუტურის მოსაწესრიგებლად 12 500 000 ლარს დახარჯავს. უმნიშვნელო ზრდაა სოციალური  მიმართულებით. დავით ნიშნიანიძის თქმით, წელს არ გაზრდილა და კვლავ ერთი მილიონი ლარით დაფინანსდებიან   მრავალშვილიანი დედები. ჯამში კი, 2020 წელს სოციალური პროექტებისთვის გათვალისწინებულმა თანხამ  5 187 000 ლარი შეადგინა.


10 მილიონ ლარს ელოდება მერია რეგიონალური განვითარების ფონდიდან.


ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში უკვე დაიწყო. კომისიებსა და ფრაქციებს მთავარი ფინანსური დოკუმენტი 18 ნოემბერს გადაეგზავნა. ბიუჯეტის პროექტის განხილვაში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს საკრებულოს ოპოზიცია, რომელიც ოთხთვიანი ბოიკოტის შემდეგ სხდომებს დაუბრუნდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე
დღეს გავა.
11:30 / 16.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა.
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
11:00 / 16.04.2024
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.