პოლიტიკა
ქვეითად მოსიარულეებისთვის სანქციები მკაცრდება
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონპროექტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც ქვეითთათვის სანქციები გამკაცრდება.
კანონპრპოექტის ინიცირება პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება. 

პროექტის თანახმად, ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებული ჯარიმა გაორმაგდება და არსებული 10 ლარის ნაცვლად, 20 ლარი გახდება.

„აღნიშნულის ერთი წლის განმავლობაში გამეორებისათვის 20 ლარის ნაცვლად 40 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ზემოაღნიშნულ ქმედებებს მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება - 50 ლარის ნაცვლად გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით,“- ვკითხულობთ მომზადებულ კანონპროექტში.

შსს-ს მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, ქვეით მოსიარულეზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის/შეჯახების 336 ფაქტი დაფიქსირდა. შედეგად დაიღუპა 18 და დაშავდა - 347 ადამიანი.


წყარო: BPN
Print