პოლიტიკა
ქუთაისში ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში მედპერსონალმა ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება გააპროტესტა და მისი დროული გათავისუფლება მოითხოვა.
"ვაპროტესტებთ ჩვენი მეგობრის, ქართველი ექიმის ტყვეობას, ვითხოვთ მის განთვაისუფლებას. ვაჟა გაფრინდაშვილი არის როგორც წარმატებული ექიმი, ასევე, მისი საქციელით აღმოჩნდა, რომ ის არის ნამდვილი პატრიოტი და ის როგორც ყოველთვის იცავდა და იცავს საქართველოს ერთიანობას", - ამბობს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი, გიორგი ხუციშვილი.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის გარდა მსგავსი საპროტესო აქცია ქუთაისისა და საქართველოს სხვა სამედიცინო დაწესებულების თანამშრომბელბმა გამართეს.

თბილისში მცხოვრები და მომუშავე ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, რუსი სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, დააკავეს. თუმცა ექიმი, საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ის ქართულ მიწაზე იმყოფება.

დაკავებულ ქართველ ექიმს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იგი ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ვაჟა გაფრინდაშვილი ცნობილი ექიმია. იგი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია და კლინიკა „მედი ქლაბის“ წამყვანი სპეციალისტი. კონფლიქტის ზონაში იგი, სავარაუდოდ, ავადმყოფის დასახმარებლად ჩავიდა.
Print