პოლიტიკა
ბავშვთა მიმართ ძალადობაზე ქუთაისში ღონისძიებები გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში გაიმართება ბავშვთა ძალადობის შემცირებისკენ მიმართული კამპანია, რომლის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე.
კამპანიის ფარგლებში თეტრალიზებული მონოლოგები და დისკუსიები მოეწყობა, რომელიც თვალსაჩინოს გახდის იმ უარყოფით შედეგებს, რასაც ბავშვები საბავშვო ბაღში, სკოლაში, თუ ოჯახში განცდილი ძალადობის შედეგად იღებენ.


ასევე, გაიმართება თემატური პერფორმანსები და გამოფენები. ბავშვთა მიმართ ძალადობის გახშირებული შემთხვევების გათვალისწინებით, ამ თემის გაშუქება და მედიის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

კამპანიის დასასრულს, სამოქალაქო ორგანიზაციები და მოქალაქეები ხელს მოაწერენ პეტიციას და მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ ბავშვთა კეთილდღეობისა და ჰარმონიული განვითარების მიზნით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას.


გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) 2016 წლისს მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 60% ბავშვთა ძალადობრივ აღზრდის მეთოდებს მისაღებად მიიჩნევს.

UNICEF-ის 2017 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. 2018 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტების 62.5% ყოველწლიურად 10 ლარზე ნაკლებს ხარჯავს თითო ბავშვის საგანმანათლებლო რესურსებზე (ზოგიერთი მათგანი მხოლოდ 0.73 და 1.11 ლარს), საქართველოში საბავშვო ბაღების აღმზრდელების 44% არ ფლობს პროფესიულ კომპეტენციებს; ბაღების ხელმძღვანელობის 50%-ს არ აქვს სათანადო ცოდნა ბავშვთა ადრეულ განათლებასთან დაკავშირებით.

კამპანია, რომელიც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ორგანიზატორები არიან "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის", სიდა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), საზოგადოება „ბილიკი“, ასოციაცია „სოციალური ქოლგა“, პროექტი PITA. კამპანია „თქვენთვის შეტყობინებაა“ დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტისა და Save the Children-ის მიერ.


Print