პოლიტიკა
საქართველოში 2024 წლამდე საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება - არჩილ თალაკვაძე
FaceBook

საქართველოში 2024 წლამდე საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება,- ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე რჩება იგივე საარჩევნო სისტემა.

2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება.


პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.



Print