პოლიტიკა
"მაგარი იქნება" - ქუთაისის მერი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე
FaceBook

„მაგარი იქნება“,-ასე პასუხობს ქუთაისის მერი შეკითხვას 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე.


გიორგი ჭიღვარია ამბობს, რომ დეპუტატებისგან,  პროექტის შეფასების ნაწილში,  ისეთი მოლოდინი აქვს, როგორიც აღმასრულებელს სჭირდება.


"ისეთი მოლოდინი  გვაქვს, როგორიც გვჭირდება. წინა წელთან შედარებით, რა თქმა უნდა, გაზრდილია. მალე წარვუდგენთ საზოგადოებას. მთავარი  მიმართულება ისევ იქნება სოციალური  კუთხე და ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა მერმა.


ქუთაისის მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა თითქმის დაასრულა.  დოკუმენტი საკრებულოს 15 ნოემბრამდე უნდა გადაეგზავნოს.


დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტის განსახილველად ათდღიანი ვადა  აქვთ, რის შემდეგაც, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში,   დოკუმენტი ისევ  აღმასრულებელს უნდა დაუბრუნონ.

უკვე ცნობილია, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ოპოზიცია, რომელიც ოთხთვიანი ბოიკოტის შემდეგ სხდომებს დაუბრუნდა.


2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.

Print