პოლიტიკა
პროტესტის 51 დღე - მოშიმშილე პატიმრის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს
FaceBook
ქუთაისის #2 ციხეში  პატიმარი 51 დღეა  პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  მძიმეა. 

"კრიტიკული მდგომარეობაა, უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე, იქამდე იშიმშილებს ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მისი საქმით არ დაინტერესდებიან", - განმარტავს პატიმრის ადვოკატი ილია ჯანელიძე.

მოშიმშილე პატიმრის საქმით სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა, სადაც ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ პატიმართან პერიოდულად შედიან და მის საქმეს სწავლობენ. 


პატიმარი 2 ოქტომბერს დააკავეს და  ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.





ამავე თემაზე:

ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 26 დღეა შიმშილობს

ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 34 დღეა შიმშილობს

ქუთაისის ციხეში მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულია


Print