პოლიტიკა
ქუთაისში, სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამშენებლო ობიექტიდან ორი კვირის წინ გადმოვარდნილი მუშა, გარდაიცვალა.

მამაკაცის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დღიდან მძიმე იყო, მას აღენიშნებოდა ბარძაყის ძვლების მასიური ტრავმა, ბარძაყი, წვივი, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. წინა მხარი ჰქონდა მოტეხილი, მიღებული ქონდა ტრავმული შოკი.


აზერბაიჯანის მოქალაქე ორი კვირის განმავლობაში მართვით სუთქვაზე იმყოფებოდა.

ახალგაზრდა, რომელიც  მშენებლობიდან  გადმოვარდა, 28 წლის აზერბაიჯანის იყო . ის ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 27 ოქტომბერს გადმოვარდა.
სამუშაოებს კომპანია "თ მ" აწარმოებდა, გარდაცვლილი მუშა კომპანიაში ორი კვირის დასაქმებული იყო.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 240 მუხლით.




ამავე თემაზე:

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

"უსაფრთხოების ქამარი არ ეკეთა"- რას ამბობენ კომპანიაში, რომლის ობიექტიდანაც მუშა გადმოვარდა

მუშის მდგომარეობა, რომელიც მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდა კრიტიკულად მძიმეა

მუშა, რომელიც სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა ისევ მძიმეა
Print