პოლიტიკა
წყალტუბოს სოფელში ტყის მასივი იწვის
FaceBook
ამ წუთებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ტყის მასივი იწვის.
სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ეკალ–ბარდებში  ხანძარი საღამოს საათებში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგდები. 

"ადგილზე არიან სახანძრო–სამაშველოები, ღამე გაგრძელდება მონიტორინგი, ხოლო დილიდან განახლდება  სალიკვიდაციო სამუშაოები", – განმარტავენ საგანგებო სამსახურის პრესსამსახურში.  

ტყეში ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 


ფოტო არჩილ გეგენავა
Print