პოლიტიკა
ქუთაისის მერია საჯარო მოხელეების გადამზადებაში 10 000 ლარს იხდის
FaceBook

ქუთაისის მერიამ საჯარო მოხელეების პროფესიული გადამზადებისთვის 10 000 ლარიანი ტენდერი (NAT190021187) გამოაცხადა.


სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელმა სწავლება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ აკრედიტირებული პროგრამით უნდა განახორციელოს, რომელიც მოიცავს შემდეგ კურსებს: პიროვნული და პროფესიული კომპეტენციის განვითარების კურსი, მოხელის მენეჯერული უნარები და სხვა.

სწავლება საკლასო მეცადინეობის ფორმით წარიმართება, რაც გულისხმობს ტრენერის თანდასწრებით მეცადინეობას ლექციის, სემინარისა და სხვა ფორმატში.

მიმწოდებელმა სწავლება 12 დღის ვადაში უნდა განახორციელოს.

წინადადების მიღება 13 ნოემბერს იწყება და ორ დღეში, 15 ნოემბერს სრულდება.

Print