პოლიტიკა
ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 34 დღეა შიმშილობს
FaceBook
ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 34 დღეა შიმშილობს.
მისი უფლებადამცველის თქმით, პატიმარი 2 ოქტომბერს, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, რომელიც  პატიმარი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.  

''ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დაკავების დღიდან შიმშილობს. ამბობს, რომ ის მანამდე გააგრძელებს პროტესტის ამ ფორმას ვიდრე მისით მაღალჩინოსნები არ დაინტერესდებიან", -  ამბობს დაკავებულის ადვოკატი  ილია ჯანელიძე.

ის ამბობს, რომ პატიმრის ჯამრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო მძიმეა. 

პატიმარს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.



ამავე თემაზე: 

ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 26 დღეა შიმშილობს
Print