პოლიტიკა																												
					
				
										
											ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 34 დღეა შიმშილობს									
						
		
								
								
						
							 
						
						
							 
							
						
						
							
															
									10:34 / 07.11.2019								
							
						
					 
					
						
				
			
			
												ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 34
დღეა შიმშილობს.
მისი უფლებადამცველის თქმით, პატიმარი 2 ოქტომბერს, ნარკოტიკების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, რომელიც  პატიმარი
წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.  
''ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დაკავების დღიდან შიმშილობს. ამბობს,
რომ ის მანამდე გააგრძელებს პროტესტის ამ ფორმას ვიდრე მისით
მაღალჩინოსნები არ დაინტერესდებიან", -  ამბობს დაკავებულის
ადვოკატი  ილია ჯანელიძე.
ის ამბობს, რომ პატიმრის ჯამრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო
მძიმეა. 
პატიმარს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვას
გულისხმობს.
 
ამავე თემაზე: 
ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 26 დღეა
შიმშილობს			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები