პოლიტიკა
ქუთაისში, ფეხმძიმე ქალი ლიფტში სართულებს შორის გაიჭედა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ფეხმძიმე ქალი ლიფტში, სართულებს შორის გაიჭედა.
'' 15 წუთი მაინც იყო სართულებს შორის გაჩერებული  ლიფტი და  შველას გვთხოვდა. საბოლოოდ პირველი სართულიდან გამოვიყვანეთ ფერდაკარგული ძლივს ლაპარაკობდა, ახლა კარგადაა მაგრამ ეს ლიფტი სანამ ვინმეს ბოლომდე არ შეიწირავს მანამდე არ მოვლენ და არ გააკეთებენ'', - ამბობს აღმაშენებლის 112-ში მცოვრები ჯულიეტა საკანდელიძე. მისი თქმით,  ორსულმა ქალმა ლიფტი მეთორმეტე სართულიდან გამოიძახა. 


ადგილობრივები ამბობენ, რომ ლიფტი, რომელიც ექსპლუატაციაში ორი წლის წინ შევიდა მუდმივად საფრთხის შემცველია, რის გამოც ისინი 14 სართულიან კორპუსში ხშირ შემთხვევაში ფეხით გაადგილდებიან. 


"ერთი თვის წინ ბავშვი ჩავარდა ისიც ძლივს გადარჩა. ეს ლიფტი არის სასწრაფოდ მისახედი", - ამბობენ ადგილობრივები. 

ფეხმძიმე ქალი გუშინ, საღამოს სართულებს შორის გაიჭედა.

აღმაშენებლის გამზირის #112  საცხოვრებელ კორპუსში ძირითადად დევნილები ცხოვრობენ.





აღმაშენებლის 112-ში მდებარე  ამორტიზებული ლიფტი


აღმაშენებლის #112-ში  საცხოვრებელი კორპუსი კომპანიამ "დიზაინ კომპლექსმა" ააშენა, სადაც  აცხადებენ, რომ  ლიფტები სპეციალისტებმა  ერთი თვის წინ  შეამოწმეს.

"ლიფტები სამი წლის წინ არის ჩაბარებული. გამოყოფილია ჯგუფი, რომელიც პერიოდულად ამოწმებს მის მდგომარეობას,  პრობლემის შემთხვევაში ჩვენც ვეხმარებოდით", - განმარტავენ “დიზაინ კომპლექსში”.

ქუთაისში, აღმაშენებლის #112-ში მდებარე კორპუსებში ბინების უმეტესობა სახელმწიფომ შეიძინა და ისინი 2017 წელს დევნილებს გადასცა, კორპუსში 380-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს. 


ამავე თემაზე:

“ლიფტი ჩავარდა, შიგნით 10 წლის ბავშვი იყო” - რა ხდება დევნილთა მრავალსართულიან კორპუსებში

ვიტანჯებით ყოველდღე" - 12 სართულიან კორპუსებში ლიფტი არ მუშაობს


Print