პოლიტიკა
განიხილავენ თუ არა სინოდის სხდომაზე ქუთაის-გაენათის ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხს
FaceBook
საპატრიარქოში სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს 12:00 საათზე არის ჩანიშნული. 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ  წმინდა სინოდის სხდომის დღის წესრიგი  მათთვის ცნობილი არ არის. შესაბამისად, უცნობია  სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის მოხვდება თუ არა ქუთაის-გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხი. 

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი, მიმდინარე წლის ივნისში, დაინიშნა. 


მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი 2014 წელს გამოცემულ საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალში "სამი საუნჯე" პრორუსულ და ანტიდასავლურ წერილებს აქვეყნებს, რომლიდანაც რამდენიმე ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:

"სამწუხაროდ, ვრცელდება მოარული შეხედულება, რომ რუსებმა შურის გამო გადაათეთრეს ჩვენი ტაძრები და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალეს. ეს განცხადება ვიღაცამ ოდესღაც გაავრცელა და ბევრმა აიტაცა ისე, რომ არც გაანალიზა, რაში იყო საქმე". 


ამავე თემაზე:

ქუთაის-გაენათის ეპარქიაში დანიშნული დროებითი მმართველის პრორუსული ხედვები.
Print