პოლიტიკა																												
					
				
										
											წყალტუბოში, სანატორიუმს  ეკონომიკის მინისტრის ვიზიტამდე რამდენიმე წუთით ადრე ასუფთავებენ (ფოტო) 									
						
		
								
								
						
							 
						
						
							 
							
						
						
							
															
									14:27 / 29.10.2019								
							
						
					 
					
						
				
			
			
												წყალტუბოში, სანატორიუმ "მედეას",
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ვიზიტამდე რამდენიმე წუთით ადრე
ასუფთავებენ.
დასუფთავების სამსახურის
თანამშრომლებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები შენობიდან ამ წუთებში
გამოაქვთ.
"ხანდახან ვასუფთავებთ, როცა გვეტყვიან. ახლაც გვითხრეს და
წამოვედით", - ამბობს წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის
თანამშრომელი.
სანატორიუმი "მედეა", სადაც დევნილები ცხოვრობენ, ამორტიზებულია.
შენობაში კი,  ანტისანიტარიაა.




ეკონომიკის მინისტრმა წყალტუბოში ჩასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოს სანატორიუმებს გამოისყიდის.			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები