პოლიტიკა
მუშა, რომელიც სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.


ქუთაისის რეგიონალური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, დაშავებული მუშის მდგომარეობა მძიმეა და ის ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება.

''მდგომარეობა ისევ მძიმეა, პაციენტი რეანიმაციაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება '',- ამბობს ირაკლი გოგინავა.

ახალგაზრდა, რომელიც  სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა, 28 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეა. ის ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 27 ოქტომბერს გადმოვარდა.

დაშავებული მუშა კომპანიაში ორი კვირის დასაქმებული იყო.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 240 მუხლით.



ამავე თემაზე:

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

"უსაფრთხოების ქამარი არ ეკეთა"- რას ამბობენ კომპანიაში, რომლის ობიექტიდანაც მუშა გადმოვარდა

მუშის მდგომარეობა, რომელიც მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდა კრიტიკულად მძიმეა





Print