პოლიტიკა
ქუთაისში მოსახლეობა რუსთაველის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის გაუქმებას ითხოვს
FaceBook

ქუთაისში, მოსახლოება რუსთაველის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის გაუქმებას ითხოვს.


ადგილობრივების  თქმით, ქუჩა ვიწროა, რის გამოც, მათი თქმით, დაუშვებელია ორმხრივი მოძრაობა იყოს.

"გზაზე გადასვლისას მუდმივად საფრთხის ქვეშ ვარ, ერთმა მანქანამ რომ გზა დაგითმოს, მეორე ცდილობს გადაგასწროს. ორი ახალგაზრდა დაიღუპა აქ ბოლო თვეების განმავლობაში. მივმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას: მოუარონ ამ გზას , ნუ ხოცავენ ახალგაზრდებს", -ამბობს ადგილობრივი მკვიდრი  ჯუმბერ შკუბულიანი.

 

აქციის  მონაწილეებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ადგილობრივი წევრებიც შეუერეთდნენ. გოგი წულაიას თქმით, პრობლემა რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.


რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით,  რუსთაველის  ქუჩაზე ბოლო საავარიო შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა. 


ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნულზე განმარტებას არასამუშაო საათების გამო არ გააკეთებენ.   










Print