პოლიტიკა
ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა
FaceBook
ქუთაისში სამშემებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. ადგილზე დასაქმებული მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.
მას მრავლობითი მოტეხილობა ქონდა, გადაყვანილია საავადმყოფოში , სადაც ოპერაციები ჩაუტარდა.

კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ცოტნე ბარბაქაძის თქმით, ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ის განმარტავს, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება, რადგან დაშავებული იმ ტიპის სამუშაოებს ასრულებდა, რაც იმ დროისთვის დავალებული არ ქონდა და არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი.


დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე ერთი კვირის მისული იყო. მენეჯერის ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია "თ მ" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ასრულებს. შემთხვევა ნიკეას ქუჩა მშენებარე ობიექტზე გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
Print