პოლიტიკა
აზარტული ან მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით, პარლამენტს კანონპროექტი წარედგინა
FaceBook

ზარტული და/ან მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით, პარლამენტს კანონპროექტი წარედგინა.


„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები პარლამენტს დეპუტატთა ჯგუფმა წარუდგინა, რომელის მიხედვითაც ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური მედიის, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება იკრძალება.

კანონპროექტის მიხედვით, ასევე, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვადრატულ მეტრ ფართობს.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ლევან გოგიჩაიშვილიბექა ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ეკა ბესელია.

წყარო: ipn

Print